იგი თავისი კუთხის ღირსეული შვილი და ქართველი მწერლების გულმხურვალე მასპინძელი გახლდათ.
და მართლაც,
გურიისკენ მიმავალ ლიტერატორთა თუ ხელოვანთა უმეტესობას პოეტი რევაზ ლორია გულითად მასპინძლად ჰყავდა შეგულებული.
წლების მანძილზე იღწვოდა ღვთისგან ბოძებულ შემოქმედებით ასპარეზზე.
წლების მანძილზე ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას.
წლების მანძილზე იყო ლანჩხუთის რაიონული გაზეთის პასუხისმგებელი მდივანი,
მთავარი რედაქტორი…
მის ლამაზ ოჯახში სტუმართა პატივსაცემად ხშირად იშლებოდა სუფრა, ხშირად უწევდა თამადობა და ღირსეული მოლხენაც იცოდა…
მის ლამაზ ოჯახში სტუმართა პატივსაცემად ხშირად იშლებოდა სუფრა, ხშირად უწევდა თამადობა და ღირსეული მოლხენაც იცოდა…
შენ პოეზიის სუფრებს გვიშლიდი
რევაზ ლორიას ხსოვნას
შენ პოეზიის სუფრებს გვიშლიდი,
ლექსის ამბორით გვეთქმოდა მთვრალი,
გულს სიყვარულით გადაგვიშლიდი _
არ მეშვებაო ლექსი ფირალი…
რევაზ ლორიას ხსოვნას
შენ პოეზიის სუფრებს გვიშლიდი,
ლექსის ამბორით გვეთქმოდა მთვრალი,
გულს სიყვარულით გადაგვიშლიდი _
არ მეშვებაო ლექსი ფირალი…
ესარჩლებოდი იას და ტირანს _
ყვავილს ვითომდაც ჩექმით გათელილს,
სხვა გულუბრყვილო გრძნობებით მყვირალს…
გულს, გულს შეაკვდი სევდით დაფერილს…
ყვავილს ვითომდაც ჩექმით გათელილს,
სხვა გულუბრყვილო გრძნობებით მყვირალს…
გულს, გულს შეაკვდი სევდით დაფერილს…
შენ პოეზიის სუფრებს გვიშლიდი,
სახელიც გქონდა ლექსის სამყოფი,
გულს სიყვარულით გადაგვიშლიდი და
სვამდი სურვილს ყოფნა-არყოფნის…
სახელიც გქონდა ლექსის სამყოფი,
გულს სიყვარულით გადაგვიშლიდი და
სვამდი სურვილს ყოფნა-არყოფნის…
შენ პოეზიის სუფრებს გვიშლიდი…
9.07.2000
წერდა ლამაზ, თავისებური განცდებით მოხატულ ლექსებს, (იბეჭდებოდა რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში, სხვასდასხვა გამომცემლობების მიერ გამოცემული იქნა მისი პოეტური კრებულები…) და ერთ დროს თავის გარემოცვაში საამაყო პოპულარობაც ჰქონდა. იგი სხვაგვარად დააკლდა ლიტერატორთა საძმოს. ახლა, ჩვენთან ”რიგით ლიტერატორს” ჩასაფრებული და გაავებული მოუმრავლდა, მაგრამ მე ღრმად მწამს რევაზ ლორია, რომ დღეს ცოცხალი იყოს, კვლავაც შემოქმედთა ღირსეულ მასპინძლად დარჩებოდა…ჯანრი გოგეშვილი
////////
რევაზ ლორია ხმა მოწვდენილი სიჭაბუკიდან…
გამომცემლობა ”მერანი” 1982 წ.
გამომცემლობა ”მერანი” 1982 წ.
საქანელა
სტრიქონებშუა ქროლვა ტკბილია,
ხან აქანდება, ხან დაქანდება…
ჩემი ცხოვრების ხეს ყვავილიანს
ლექსი ჰკიდია, ვით საქანელა.
ვუცქერ ბავშვივით ცას მზისხალიანს,
მიწა მგონია დედის ბარათი,
ლექსით ყოველთვის მე მიხარია,
ლექსით ვინმეზე ვფიქრობ მარადის.
მიწა მგონია დედის ბარათი,
ლექსით ყოველთვის მე მიხარია,
ლექსით ვინმეზე ვფიქრობ მარადის.
არ შემიძლია გულის გამოცვლა,
არც სამსახური ვინმეს _ დათვური…
ლექსი _ სიცოცხლის არის გამოცდა
და ვაჟკაცობის არის დასტური!..
არც სამსახური ვინმეს _ დათვური…
ლექსი _ სიცოცხლის არის გამოცდა
და ვაჟკაცობის არის დასტური!..
და თუ სიმღერით გზებზე მივლია,
დრომ ცხელი სუნთქვა ვერ გაანელა,
ჩემი ცხოვრების ხეს ყვავილიანს
ლექსი ჰკიდია, ვით საქანელა.
დრომ ცხელი სუნთქვა ვერ გაანელა,
ჩემი ცხოვრების ხეს ყვავილიანს
ლექსი ჰკიდია, ვით საქანელა.
===
მე ია ვიყავი…
მე ია ვიყავი
პატარა ია,
ვეტრფოდი მთებსა და
ველ-მინდვრებს მადლიანს.
ღამით
თვალს ვხუჭავდი ძალიან გვიან,
დღისით
თვალს ვახელდი ცისკარზე ადრიან.
ჩემთან საუბარი უყვარდა წყაროს,
ჩემთან ჩიტუნები
ფრთებს შლიდნენ ანაზად.
ლამაზი ხარო,
ლამაზი ხარო!..
მამკობდა დასი სირთა ლამაზთა:
ვნატრობდი მოწყვეტას
და მკერდზე დაბნევას,
ამნაირ სიკვდილს ვარ ნაჩვევი _
რას ვიზამთ,
მაგრამ რის მოწყვეტა…
მესტუმრა დარბევა _
უცნობმა დამადგა ფეხი და…
გამსრისა!
უზომო ნაბიჯმა სიმრუდე იცის,
თუმც ბრმისთვის
სანთელი ახლა ამაოა,
მაშინ მან იკითხოს,
მე რაღა მიჭირს,
მე ია ვიყავი …
და იად ამოვალ.
===
პატარა ია,
ვეტრფოდი მთებსა და
ველ-მინდვრებს მადლიანს.
ღამით
თვალს ვხუჭავდი ძალიან გვიან,
დღისით
თვალს ვახელდი ცისკარზე ადრიან.
ჩემთან საუბარი უყვარდა წყაროს,
ჩემთან ჩიტუნები
ფრთებს შლიდნენ ანაზად.
ლამაზი ხარო,
ლამაზი ხარო!..
მამკობდა დასი სირთა ლამაზთა:
ვნატრობდი მოწყვეტას
და მკერდზე დაბნევას,
ამნაირ სიკვდილს ვარ ნაჩვევი _
რას ვიზამთ,
მაგრამ რის მოწყვეტა…
მესტუმრა დარბევა _
უცნობმა დამადგა ფეხი და…
გამსრისა!
უზომო ნაბიჯმა სიმრუდე იცის,
თუმც ბრმისთვის
სანთელი ახლა ამაოა,
მაშინ მან იკითხოს,
მე რაღა მიჭირს,
მე ია ვიყავი …
და იად ამოვალ.
===
ლადო ასათიანს
თუ დასწრებიხარ, მზის დაბადებას,
ამღერებულხარ ირმის ყვირილზე,
თუ საიდუმლო გულისნადები,
გაუმხელიათ შენთვის გვირილებს,
ამღერებულხარ ირმის ყვირილზე,
თუ საიდუმლო გულისნადები,
გაუმხელიათ შენთვის გვირილებს,
თუ პეშვით გისვამს წყარო გულწმინდა,
ნამდაყრილ ზვრებში მზერა გისვრია,
თუ შავდალალას შენთვის უცდია
და პაემანზე ვერ მიგისწრია,
ნამდაყრილ ზვრებში მზერა გისვრია,
თუ შავდალალას შენთვის უცდია
და პაემანზე ვერ მიგისწრია,
თუ ყვავილივით ცა აგიყვავდა,
გზაში უდროოდ გაგწვიმებია,
თუ სულზე მეტად ვინმე გიყვარდა
და მთელი ღამე არ გძინებია;
გზაში უდროოდ გაგწვიმებია,
თუ სულზე მეტად ვინმე გიყვარდა
და მთელი ღამე არ გძინებია;
თუ ფეხშიშველი შინდის სახრეთი,
ხარებს მისდევდი ლურჯ იალაღზე,
თუ შენი ფანჯრის გადასახედი
და შენი კერის ცეცხლი გალაღებს,
ხარებს მისდევდი ლურჯ იალაღზე,
თუ შენი ფანჯრის გადასახედი
და შენი კერის ცეცხლი გალაღებს,
თუ დედის ალერსს ეტრფი ძალიან,
თუ კვლავ აცილებ თვალებმაყვალას…
ნუ მკითხავ, ასე რამ გადამრია _
სამშობლო ასე რამ შემაყვარა!
===
თუ კვლავ აცილებ თვალებმაყვალას…
ნუ მკითხავ, ასე რამ გადამრია _
სამშობლო ასე რამ შემაყვარა!
===
გურია
გურია _
ჩემი გულია,
ჩემი სიმღერის სათავე
თუ ჩემთან ძმობა გწყურია,
მოდი,
აქ გაჩნდი ახლავე!
ამ მთა-კორტოხზე ოდა მაქვს
კარღია,
სტუმრის მომხმობი,
თუ ოდეს ნატვრა მქონდა რამ,
ამსრულებია ყოველი.
ყველა მომხვდური დავჯაბნე,
ვიფრინე ყველა მევალე,
ოჯახის ფარი…
აბჯარი
მხოლოდ და მხოლოდ მე ვარ,
მე!
გურია _
ჩემი გულია,
ჩემი სიმღერის სათავე
თუ ჩემთან ძმობა გწყურია,
მოდი,
აქ გაჩნდი ახლავე!
*
=======© გახსოვდეთ!..”საავტორო უფლება”======= აგვისტო, 1981წ.(ხატოვანი მოტივაციები _ ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი №1 (3) 2005)
ჩემი გულია,
ჩემი სიმღერის სათავე
თუ ჩემთან ძმობა გწყურია,
მოდი,
აქ გაჩნდი ახლავე!
ამ მთა-კორტოხზე ოდა მაქვს
კარღია,
სტუმრის მომხმობი,
თუ ოდეს ნატვრა მქონდა რამ,
ამსრულებია ყოველი.
ყველა მომხვდური დავჯაბნე,
ვიფრინე ყველა მევალე,
ოჯახის ფარი…
აბჯარი
მხოლოდ და მხოლოდ მე ვარ,
მე!
გურია _
ჩემი გულია,
ჩემი სიმღერის სათავე
თუ ჩემთან ძმობა გწყურია,
მოდი,
აქ გაჩნდი ახლავე!
*
=======© გახსოვდეთ!..”საავტორო უფლება”======= აგვისტო, 1981წ.(ხატოვანი მოტივაციები _ ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი №1 (3) 2005)
============
საძიებელი
The index
გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili
========JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
\=/
ჩემი ბლოგები:
мои блоги:
My blogs:
.\
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space...
=======
Комментариев нет:
Отправить комментарий